ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი საუდის არაბეთიდან ისრაელში ჩავიდა


ისრაელსა და პალესტინელებს შორის დიალოგის დაწყების იმედით, აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საუდის არაბეთიდან ისრაელში ჩავიდა. იქ მან მეფის თანხმობა მოიპოვა პრეზიდენტ ბუშის მიერ წარდგენილი იდეის მხარდასაჭერად, რომლის თანახმად წლის ბოლოს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საკითხებზე კონფერენცია ჩატარდება.

ამერიკელი ოფიციალური პირი ისრაელის პრემიერ მინისტრ ეჰუდ ოლმერტსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

ხვალ კი იგი სავარაუდოდ რამალას ეწვევა პალესტინელ ლიდერებთან, მათ შორის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შესახვედრად.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრინც საუდ ალ ფაისალმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა კონფერენციის ჩატარების ინიციატივას მიესალმება. მან დასძინა, რომ არსებობს საერთაშორისო ნება მშვიდობის დასამყარებლად და რომ ისრაელმაც შესატყვისი რეაქცია უნდა აჩვენოს.

XS
SM
MD
LG