ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ამართლებს ბუშის ადმინისტრაციის სტრატეგიას ერაყსა და ავღანეთში


როგორც CNN-ისადმი მიცემულ ინტერვიუში ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა ერაყში სამხედრო შეჭრა სწორი გადაწყვეტილება იყო, მიუხედავად იმისა რომ იქ ვერ იქნა აღმოჩენილი მასობრივი მოსპობის იარაღი.

მისივე თქმით ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს ჯერ კიდევ ბევრი რამ ააქვს გასაკეთებელი თუმც ერაყში შეჭრის შემდეგ ამერიკამ იქ არაერთ სასიკეთო ძვრას მიაღწია.

როგორც ჩეინიმ აღნიშნა ამერიკელი ოფიციალური პირები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ ერაყის აწმყო მდგომარეობაზე მას შემდეგ რაც ერაყში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მეთაური გენერალი დეივიდ პეტრეუსი და ერაყში აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი რაიან კროკერი კონგრესს სექტემბერში გადასცემენ დოკუმენტს ერაყში მიმდინარე ომის უკანასკნელი შეფასებით.

ჩეინიმ აღნიშნა რომ როგორც იგი ვარაუდობს ამ დოკუმენტში აღნიშნული იქნება ის თუ რა წინსვლას მიაღწია აშშ-მა ერაყში.

XS
SM
MD
LG