თალიბებმა სიკვდილით დასაჯეს ავღანეთში გატაცებული ორი გერმანელი მძევალი, მას შემდეგ რაც მათი მოთხოვნები არ იქნა შესრულებული.
თალიბთა წარმომადგენელის განცხადებით სამი დღის წინათ გატაცებული გერმანელი ინჟინრები რამდენიმე საათის წინ გამოასალმეს სიცოცხლეს. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად ცდილობს დაადგინოს თუ რამდენად შეეფერება თალიბთა განცხადება სიმართლეს.
თალიბები მძევალთა დახოცვით იმუქრებოდნენ თუ გერმანია არ გაიყვანდა ავღანეთიდან თავის 3000 ჯარისკაცს. ისინი ასევე თალიბი ტყვეების განთავისუფლებას მოითხოვდნენ. დღეს დილით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უარყო თალიბთა ულტიმატუმი.