ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და აზერბაიჯანის თანამშრომლობის შესახებ


აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სტივენ მალმა მადლობა მოახსენა აზერბაიჯანს ინტენსიური მონაწილეობისთვის სამხედრო ოპერაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი ავღანეთსა და ერაყში. ბატონი მალი და აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ არაზ აზიმოვს ვაშინგტონში შეხვდნენ. ბატონმა მალმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას განიხილეს აზერბაიჯანის სამხედრო სექტორის მოდერნიზაცია და მისი მონაწილეობა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საქმიანობაში. სტივენ მალი: “ჩვენ დეტალურად განვიხილეთ აზერბაიჯანის გეგმა ნატოში გაწევრიანების სფეროში, და ის საკითხები, თუ როგორ უნდა შევიტანოთ წვლილი ამ ძალისხმევაში ჩვენი უსაფრთხოების დახმარების პროგრამის ფარგლებში.” აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა აზიმოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და აშშ უშიშროების საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლობენ. “აზერბაიჯანისა და აშშ-ს პარტნიორობა ძალზედ ღრმაა და ჩვენ მოხარულები ვართ იმისა, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო აქტიურდება. ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენ ასევე განვიხილავთ, როგორც ნაწილს უფრო ვრცელი კონტექსტისა, რომელსაც ევროატლანტიკური ინსტიტუტები ქმნიან. “ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მეთიუ ბრაიზამ ხაზგასმით აღნიშნა ენერგო უსაფრთხოების მნიშვნელობა: “ენერგო უსაფრთხოება ნიშნავს სხვადასხვა ალტერნატივების უზრუნველყოფას, სხვადასხვა სატრანზიტო მარშრუტების უზრუნველყოფასა და ენერგო წყაროების არსებობას, განსაკუთრებით კი ბუნებრივი აირისთვის. აზერბაიჯანი ამ დროს ყალიბდება, როგორც ბუნებრივი აირის მსხვილი მწარმოებელი, და რაღა თქმა უნდა, ერთერთი ყველაზე ხელმიწაწვდომი მიმწოდებელი ბუნებრივი აირისა ყველასთვის ევროპაში, ვისაც დივერსიფიცირება სჭირდება.” ბატონი ბრაიზას განცხადებით, აშშ-სა და აზერბაიჯანს საერთო ინტერესი აქვთ დემოკრატიული რეფორმების გატარების მხრივ. “ჩვენ ვისაუბრეთ აზრბაიჯანის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, განვითარებადი ქვეყნისა მუსლიმური უმრავლესობით. ისლამის ბევრი სხვადასხვა ინტერპრეტაცია არსებობს აზერბაიჯანში, ასევე ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევრები ცხოვრობენ იქ.” აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ აშშ და აზერბაიჯანი უსაფრთხოების ინტერესებს იზიარებენ და რომ არის დაინტერესება რეფორმების გასატარებლად, რაც პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებებს გაზრდის.”
XS
SM
MD
LG