ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიბისის ჟურნალისტი ღაზას სექტორში გაანთავისუფლეს


ბიბისის ჟურნალისტი მადლიერებას გამოხატავს ღაზას სექტორში განთავისუფლების შემდეგ. ალან ჯონსტონი, რომელიც დღეს გაანთავისუფლეს გამტაცებლებმა, ამბობს, რომ შესანიშნავად გრძნობს თავს. მანამ სანამ ბრიტანელ დიპლომატებთან ერთად იერუსალიმში ჩაფრინდებოდა, ჯონსტონმა პრეს კონფერენცია ჩაატარა. მისი განცხადებით, გამტაცებლები-ისლამის არმიის მეამბოხეები, საშუალებას აძლევდნენ ჟურნალისტს რადიოსთვის ესმინა, რამაც ტყვეობის 4 თვე გადაატანინა. ამ დროს, მან ბევრჯერ ინატრა თავისუფლება, თუმცა მანამ სანამ ჰამასის დაჯგუფებამ კონტროლი არ აიღო ღაზას სექტორზე, განთავისუფლების იმედი მას არასდროს მისცემია. ჯონსტონი სწორედ ჰამასისა და ისლამის არმიის წევრებს შორს პატიმართა გაცვლის შედეგად გაანთავისუფლეს.
XS
SM
MD
LG