ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი კვლევის პრეზენტაცია


დღეს სასტუმრო “ვარაზში” წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა ჩაატარა კვლევა თემაზე “ადამიანის უფლებები, აქცენტი წამებაზე”. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც შესაბამის დახმარებას უწევს დევნილებს, ლტოლვილებს და ციხე-პოლიციაში ნაწამებ ადამიანებს საქართველოში. ეს კვლევა ასახავს თბილისში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებებთან და კერძოდ წამებასთან მიმართებაში. კერძოდ კვლევა გულისხმობს თბილისში წამების და ზოგადად ძალადობის ფაქტების სიხშირის შეფასებას, საზოგადოების პრობლემატიკის აღქმის და მის მიმართ დამოკიდებულების შესწავლას.

ეს კვლევა ჩატარდა თბილისის მოსახლეობაში, კერძოდ კი 800 რესპონდენტთან. მსგავსი კვლევა ჩატარებულია 2003 წლის თებერვალში. ამიტომ მოცემულ ანგარიშში მუდმივად ხდება მიმდინარე ინდიკატორების შედარება “პრე-რევოლუციურ” პერიოდთან. ახალი 2007 წლის კვლევა, წამების მსხვერპლთა და ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის თავმჯდომარე ლელა ცისკარიშვილმა წარადგინა.

ლელა ცისკარიშვილიპირველი ეტაპი ამ კვლევისა ჩატარდა 2003 წლის ოქტომბერში, დაემთხვა ისე, რომ 1 თვეში მოხდა “ვარდების რევოლუცია”. მოხდა ისე, რომ მივიღეთ სურათი - როგორი იყო ადმაიანების დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ რევოლუციამდე და შემდეგ დინამიკაში შეგვეძლო დაგვენახა რამდენად შეიცვალა მათი დამოკიდებულება. თვითონ კითხვარი იყო ძაბრის პირნციპზე აგებული. პირველი - ზოგადი სოციო-ეკონომიკური კონტექსტი, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში ამ მხრივ. შემდეგ ადამიანის უფლებების საკითხი, შემდეგ ძალადობის აღქმა და ბოლო წამებისადმი დამოკიდებულება და წამების სიხშირის შესწავლა.

- საინტერესოა რომ მაჩვენებელი საზოგადოების ადამიანის უფლებებთან დამოკიდებულებისა შეცვლილია – გაზრდილია კმაყოფილება და ასევე გაზრდილია მომთხოვნელობა. როგორც ჩანს სხვადასხვა სამოქალაქო სექტორის მიერ პროპაგანდირებული დემოკრატიული ფასეულობები, რომლის პროპაგანდაშიც სახელმწიფო არანაკლებ როლს თამაშობს, გარკვეულწილად დღეისათვის უკვე საგრძნობლად იმოქმედა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. ყოველივე ზემოთქმული აშკარად აისახა კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვებსა და პასუხებზე. სადაც ადამიანის უფლებების დაცვის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად სასამართლო სახელდება და თითქმის გაუჩინარებულია პოლიცია. ასე, რომ მოცემული კვლევა მეტნაკლებად ასახავს რეალურ სურათს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოკითხვა მხოლოდ თბილისში და ისიც 800 თბილისელს შორის მოხდა. ეს უკანასკნელი იმედს იძლევა რომ დემოკრატიული ფასეულობების კიდევ უფრო აქტიური პროპაგანდა კიდევ ურფო მეტად ასწევს მოსახლეობაში საკუთარი უფლებების დაცვის სურვილს და საშუალებას.

XS
SM
MD
LG