მემორიალური კომპლექსი გახსნა პრეზიდენტმა ბუშმა. ორგანიზატორებმა მემორიალის გახსნის ოფიციალური ცერემონია დაამთხვიეს 1987 წლის 12 ივნისს ბერლინის კედელთან პრეზიდენტ რონალდ რეიგანის გამოსვლიდან მე-20-ე წლისთავს.
მოუწოდებ გენერალურ მდივანს მიხეილ გორბაჩოვს თუ გსურთ მშვიდობა საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კეთილდღეობა ლიბერალიზაცია მობრძანდით აქ ბერლინის კედელთან დაადაანგრიეთ იგი.
ცდ
გუშინ წარმოთქმულ სიტყვაში პრეზიდენტმა ბუშმაც ხაზი გაუსვა მსოფლიოში თავისუფლების მნიშვნელობას
დიდი მნიშვნელობა ააქვს იმას რომ ჩვენ მემორიალს ვხსნით პრეზიდენტ რეიგანის 20 წლის წინ გაკეთებული განცხადების დღეს, ჩვენ ამით საყოველთაოდ ვაცხადებთ იმას თუ რა ძალა და მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას.ცდ
მემორიალური კომპლექსის ცენტრში ქანდაკებაა ,ასლი იმ ქანდაკებისა რომელიც 1989 წელს ტიანანმინის მოედნაზე საპროტესტო აქციაში მონაწილე სტუდენტებმა აღმართეს.
ცერემონიიდან რამოდენიმე საათში აქვე ვაშინგტონში ჰერიტიჯის ფონდში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვილი სემინარი გაიმართა, რომელშიც პოლიტიკური ანალიტიკოსები და ყოფილი პოლიტპატიმრები მონაწილეობდნენ. სიტყვით გამოვიდა ადამიანის უფლებათა ჩინელი აქტივისტი ჰარი ვუ რომელმაც ჩინეთის კომპარტიის კრიტიკის გამო 19 წელი დაჰყო შრომა გასწორების ბანაკებში. იგი 1979 წელს გაათავისუფლეს და აშშ-ში გადმოსახლდა. ჰარი ვუ 1995 წელს დაბრუნდა ჩინეთს სადაც იგი დააპატიმრეს სახელმწიფო საიდუმლებების გატაცების ბრალდებით, 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმც მოგვიანებით გააძევეს ჩინეთიდან.
ვაშინგტონში გუშინ წარმოთქმულ სიტყვაში მან გააკრიტიკა ის პოზიცია თითქოს ჩინეთის მთავრობასთან აქტიური და ფინანსური ურთიერთობა ჩინეთში დემოკრატიის დამკვიდრების საუკეთესო საშუალებაა. იქვე სიტყვით გამოვიდა ყოფილი კუბელი პოლიტპატიმარი პედრო ფუენტესი. მან 18 წლით პატიმრობა მოიხადა კუბის საპყრობილეებში, როგორც მან თქვა ყოფილი კუბელი პოლიტპატიმრები უკვე 40 წელზე მეტია კასტროს რეჟიმს ებრძვიან და მზად არიან ეს ბრძოლა ბოლომდე მიიყვანონ.
მისივე თქმით კომუნიზმმა მთელს მსოფლიოში ას მილიონზე მეტი სიცოცხლე შეიწირა და რომ ახლად გახსნილმა მემორიალმა ყველა უნდა ჩააფიქროს იმაზე რომ ბრძოლა კომუნიზმის წინააღმდეგ არ უნდა შეწყდეს.