ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინურ დაჯგუფებათა შორის ბრძოლა გააქტიურდა


პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასისი ოფისი აცხადებს, რომ აღინიშნება პალესტინურ შეიარაღებულ ფორმირებებს ფატასა და ჰამასს შორის მიმდინარე ბრძოლის ესკალაცია და რომ ჰამასის მებრძოლები ღაზას სექტორის მთლიანად ხელში ჩაგდებას ცდილობენ.

დღეს დილით პრეზიდენტის აპარატის ოფისთა კომპლექსში ნაღმსატყორცნიდან გასროლილი ჭურვი აფეთქდა. ხოლო პალესტინელთა პრემიერ-მინისტრისა და ჰამასის წევრის ისმაილ ჰანიეს სახლს რაკეტა მოხვდა.

ამ თავდასხმებში არც-ერთი ლიდერი არ დაშავებულა. ქალაქ ღაზაში მდებარე ფატას მოძრაობის უშიშროების სამსახურის შტაბბინაზე ჰამასის წევრებმა გააფთრებული იერიში მიიტანეს. შეტევის დაწყებამდე ჰამასმა ფატას შენობის დატოვება მოსთხოვა.

ღაზაში მყოფი ჟურნალისტი მოჰამედ დავასი გვეუბნება, რომ ქუჩებში ისეთი შეიარაღებული დაჯგუფებები გამოჩდნენ, რომლებიც როგორც ჩანს არც ერთ მხარეს არ ექვემდებარებიან და მოსახლეობას ატერორებენ:

“ჩემის აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ ქუჩაში გამოსულ შეიარაღებულ ხალხს მათი ლიდერები ვერ აკონტროლებს. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ამ ხალხის გაკონტროლება შეუძლებელია”. ამბობს მოჰამედ დავასი.

გუშინდელს შემდეგ ღაზას სექტორში მიმდინარე ბრძოლებს უკვე თვრამეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG