ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება შეტაკებები ლიბანში


წითელი ჯვრის ორი თანამშრომელი და სამი ლიბანელი ჯარისკაცი დაიღუპა პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში მიმდინარე ბრძოლის დროს.

ტრიპოლის მახლობლად მდებრე ნაჰრ ელ-ბარედის ბანაკში მყოფი წითელი ჯვრის მუშაკები დაბომბვის დროს დაიღუპნენ. ლიბანის არმიასა და ისლამის მეომრებს შორის ატეხილი სროლის შედეგად მუსულმანი სასულიერო მოღვაწე დაიჭრა, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ცდილობდა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მწუხარება გამოხატა ამ მოვლენების გამო.

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ლიბანის ხელისუფლებას ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში და შეშფოთება გამოთქვა სირიიდან ლიბანში იარაღის კონტრაბანდის გამო.

XS
SM
MD
LG