სუდანის დარფურის რეგიონში ქვეყნის მთავრობის მიერ განხორციელებული გენოციდის გამო შეერთებული შტატები სუდანის მიმართ სანქციებს ამკაცრებს.
2003 წლიდან მოყოლებული სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ ბაშირმა და მისმა მთავრობამ მათზე დაქვემდებარებული შეეიარაღებული დაჯგუფება სახელწოდებით “ჯანჯავიდი” დაუპირისპირა დარფურის რეგიონში მოქმედ აჯანყებულებს და სოფლების მშვიდობიან მოსახლეობას.
200 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა ამ დაპირისპირებას, ხოლო ორ მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე იძულებული შეიქნა დაეტოვებინა სახლ-კარი.
აშშ-ის პრეზიდენტი სუდანის პრეზიდენტს ბაშირის მასზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს .
თუმცა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ აპრილში გაკეთებული განცხადების თანახმად ვაშინგტონი მხოლოდ დაპირებებით აღარ დაკმაყოფილდება და სუდანის წინააღმდეგ ახალი და უფრო მკაცრი ზომების მიღებას დაგეგმავს თუ ქვეყნის მთავრობა დარფურის რეგიონში მიმდინარე კრიზისს არ მოუღებს ბოლოს.
"ერთერთი ჩემი გამოსვლის შემდეგ , ქვეყნის სამხედრო ძალებმა დაბომბეს მეამბოხე მეთაურთა თავყრილობის ადგილი სადაც ისინი შესაძლებელ სამშვიდობო გეგემას განიხილავდნენ. რამდენიმე კვირის განმავლობაში სუდანის მთავრობის მიერ დაფინანსებული შეიარაღებულ ფორმირებებისა და სამხედრო ძალების საშუალებით დარფურის სამხრეთში ხორციელდებოდა თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე. მიუხედავად ამ წელს მიღწეული დარფურის სამშვიდობო მოლაპარაკებისა, სუდანის პრეზიდენტი და მისი მთავრობა თითქმის არაფერს არ აკეთებს ამ დაჯგუფებების განიარაღებისთვის. ხოლო სუდანის ოფიციალური პირები სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ დარფურის რეგიონში გაეროს სამშვიდობო ძალების დისლოცირებას."
ამერიკამ შეერთებული შტატების საბანკო სისტემიდან დაბლოკა სუდანის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი 30 კომპანია. ასევე დაიბლოკება კომპანიები რომლებიც დარფურის რეგიონში სუდანის მთავრობისთვის და მის მხარდამჭერი შეიარაღებულ ფორმირებებისთვის იარაღით მომარაგებას უწყობს ხელს და ცალკეულ კერძო პირები რომლებიც დარფურის კონფლიქტზე ითბობენ ხელს.
პრეზიდენტი ბუში აცხადებს რომ უახლოეს მომავალში შეერთებულ შტატებს გაეროს უშიშროების საბჭოსთან ერთად დაგეგმილი აქვს რეზოლუციის მიღება, რომელიც მკაცრი სანქციებისა და იარაღზე ემბარგოს დაწესებას ითვალისწინებს. ეს რეზოლუცია ასევე სუდანის მთავრობის მხრიდან დარფურზე ნებისმიერი სახის თავდასხმითი სამხედრო ოპერაციების განხორციელებას კრძალავს.
შეერთებული შტატები გაეროს დახმარებით აფრიკის კავშირის მშვიდობისმყოფელთა დარფურში ყოფნას უჭერს მხარს და ეთანხმება სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას.
"ჩვენ მომავალშიც გავაგრძლებეთ აფრიკის კავშირისა და გაეროს მშვიდობსმყოფელთა დარფურის რეგიონში რაოდენობის გაზრდის ინიციატივის განხორციელებას და გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის დიპლომატიის მხარდაჭერას. ჩვენ მოვითხოვთ დარფურის სამშვიდობო ხელშეკრულების სრულ განხორციელებას. ჩვენ გვჯერა დარფურის რეგიონში კრიზისის პოლიტკური მოგვარების გრძელვადიანი პერსპექტივის." განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.
ამერიკა დარფურის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტზე თვალს არ დახუჭავს რადგანაც იგი მთელი მსოფლიოს კონფლიქტია, დაასრულა პრეზიდენტმა ბუშმა.