ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 30 სექტემბერს გაიმართება


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 30 სექტემბერს გაიმართება.

ეს ფაქტი უკრაინის მთავრობაში უკანასკნელი თვის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასასრულს მოასწავებს.

პრეზიდენტის დადგენილებას მოჰყვება პარასკევს პარლამენტის მიერ კანონპროექტის სრულყოფა.

შეგახსენებთ რომ პრეზიდენტმა იუშჩენკომ აპრილის თვეში პარლამენტი დაითხოვა და ახალი კენჭისყრა მოითხოვა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა გაუწიეს პრემიერ მინისტრმა ვიკტორ იანუკოვიჩმა და მისმა მომხრეებმა.

გასულ კვირას მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა როდესაც პრემიერ მინისტრმა უკრაინის უშიშროების ძალები დაიქვემდებარა, თუმცა ბატონმა იანუკოვიჩმა მოგვიანებით განაცხადა რომ პოლიტიკური კრიზისი დაძლეულია.

XS
SM
MD
LG