ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი ტერაქტი ერაყში


ერაყიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კამიკაძე ტერორისტის მიერ ქალაქ ფელუჯაში განხორციელებულ აფეთქებას 20 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია მრავალი ადამიანი.

თვითმხილველთა თქმით, კამიკაძე ერაყის უშიშროების ძალების დამქირავებელ პუნქტთან, ორგანიზაციაში მსახურის მოსურნეთა რიგს მიუახლოვდა და ბომბი ააფეთქა. საერთოდ კამიკაძეები ხშირად აწყობენ ტერაქტებს ასეთი სახის დამქირავებელ პუნქტებთან.

შეერთებული შტატების სამხედროები კი აცხადებენ, რომ დღეს ბაღდადის ძირითადად შიიტებით დასახლებულ სადრის უბანში და მნთელი ერაყის ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების მსვლელობისას, კოალიციის ძალებმა სამი ტერორისტობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.

ამერიკელები ასევე აცხადებენ, რომ დღეს გზისპირა ნაღმის აფეთქებას ბაღდადში ორი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფიქრობენ, რომ ამერიკელ სამხედროთა შორის მსხვერპლიანობის მაღალი მაჩვენებელი, მიმდინარე თვეს გააქტიურებული სამხედრო ოპერაციების გამოხმაურებას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG