ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი კონტრაქტორებისთვის საშიში ტერიტორიაა


გაზეთი “ნიუ იორკ თაიმსი” იტყობინება, რომ 2007 წელი, ერაყში მომსახურე უცხოური კომპანიებისთვის, სავარუაუდოდ, ყველაზე სისხლიანი იქნება. ნიუ იორკ თაიმსი ეყრდნობა აშშ შრომის სამინისტროს მონაცემებს, როპმელიც იტყობინება, რომ წელს, პიველი სამი თვის მანძილზე ერაყში 146 თანამშრომელი, სხვანაირად- კომპანიების კონტრაქტორი პირები დაიღუპნენ. ერთერთი სადაზვერვო კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ერაყში მყოფი უცხოური ორგანიზაციების 3 000 400ზე მეტი თანამშრომელი ჭრილობების მსხვერპლი გახდა ერაყში. გაზეთის ინფორმაციით, მსხვერპლის მზარდ რაოდენობას ამერიკული სამხედრო ძალების დამატებითი ნაწილების დისლოცირების ფონზე აქვს ადგილი. კონტრაქტორი თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი მანქანები არ არის ისე დაცული, როგორც სამხედრო ტექნიკა, რაც საშიშ რაიონებში პრობლემას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG