ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 444 მილიონი ლარით იზრდება !


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 444 მილიონი ლარით იზრდება !

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს იხილავდა. მთავრობის ინიციატივით 2007 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 630 მილიონი ლარით იზრდება, აქედან 444 მილიონი თავდაცვის სამინისტროსთვის, 67 მილიონი ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არის გათვალისწინებული, ასევე გაიზრდება ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების დაფინანსება.

კომიტეტის სხდომის პარალელურად პარლამენტის წინ ხალხი იკრიბებოდა, საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

აღნიშნულ საკითხებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ ბუცხრიკიძე გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ კომიტეტი ბიუჯეტის ზრდას და თანხების ასეთ გადანაწილებას მხარს უჭერს, ვინაიდან საქართველო ნატოში შესასვლელად ემზადება, ამიტომ ქვეყნის თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს.

დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლებმა ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა განიხილეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის შესახებ, რომელიც მ.სააკაშვილის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი ქიტოშვილმა წარადგინა, და რომელიც ამბობს, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას და ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესებას. მისივე თქმით, თავიდან თავისუფალი ეკონომიკური ზონების ამოქმედება ფოთში, ან აჭარაში იგეგმება.

XS
SM
MD
LG