ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პარლამენტი გეგმავს მესამე მოსმენით მიიღოს კანონი, რომელიც მოზარდ თაობას ეხება


ეს კანონი 12 წლის ასაკიდან დამნაშავე ბავშვის სასჯელაღსრულებას ითვალისწინებს. თუკი აქამდე ასაკობრივი ზღვარი 14 წელი იყო, რამდენიმე ხანში ის 12 წლამდე დაიწევს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემაზე სერიოზული, კომპეტენტური და პროფესიონალური საჯარო დისკუსია არ გამართულა, ქართული საზოგადოებისათვის პრაქტიკულად უცნობია: რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი ცვლილებები და რა სავარაუდო შედეგს შეიძლება ველოდოთ ამ ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში. დღეს ჩვენ მოვისმენთ კიდევ ერთი სპეციალისტის, გოგი ხუციშვილის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ პრობლემის მოგვარებისთვის და რა ვითარებაში უნდა ხდებოდეს ასეთ შემთხვევაში ცვლილებები კანონმდებლობაში.

გოგი ხუციშვილი – მაგალითად ჩემთვის ცნობილია, რომ როდესაც ხდება ცვლილებები კანონმდებლობაში, ან ხდება რეჟიმის გამკაცრება, ამას თან უნდა ერთვოდეს, ან წინ უსწრებდეს კვლევა, რომელიც შედეგების შესახებ იქნება და გარდა ამისა უნდა დახვდეს ინფრასტურუქტურა, ანუ რა პირობებში ვაპირებთ ამ ახალი კატეგორიის მოზარდებთან მუშაობას ა ახალი ტიპის სასჯელების დადება. თუ გაახალგაზრდავდა დანაშაული და ასაკი ამ დანაშაულისა, მაშინ წინანსწარ უნდა იყოს გათვლილი როგორ უნდა მივუდგეთ ამ სიახლეს. მაგალითად ინგლისში, როდესაც მოხდა ახალი რეჟიმის მომენტების შეტანა სკოლებში ამას წინ უსწრებდა მთელი რიგი გამოკვლევები, რომელიც პირველ რიგში ამ დანაშაულის მიზეზებს იკვლევდა. ასეთი რამ უნდა მოხდეს იმ საზოგადოების და სუბკულტურის გათვალისწინებით, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, საჭიროა სხვადასხვა ჯგუფებთან მუშაობა. შეიძლება ითქვას რომ დასავლეთის ქვეყნებში არსებობს დასჯის მეთოდების ძალიან დიდი სპექტრი. დავიწოთ იმით, რომ იქ არასრულწლოვანი ითვლება 18 წლამდე, რაც მე მაგალითად არ მიმაჩნია გამართლებულად, 14-15 წლის ასაკში მყოფი მოზარდი არის იმ ასაკში, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე. რაც შეეხება 12 წელს ეს გაცილებით პატარა ასაკია და ამ ასაკში მყოფი ახალგაზრდა უფრო მეტად ინფანტილურია. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა განხილვების და სასამართლო პროცესების დროს და თუკი ეს არ იქნება გათვალისწინებული, საბოლოო ჯამში ეს ცვლილება გამოიწვევს გაცილებით უფრო დესტრუქციულ შედეგებს.

- დესტრუქციულ შედეგებზე მიუთითებს ყველა სპეციალისტი, მაგრამ ცვლილებები კანონში მაინც მზადდება და სამწუხაროდ არ არსებობს მეორე მხარე, სპეციალისტის, პორფესიონალის სახით, რომელიც ამ სიახლეს არგუმენტირებულად გაამართლებს და საზოგადოებას დააჯერებს, რომ 12 წლამდე ზღვარის ჩამოწევა აუცილებელი და გამართლებულია.

XS
SM
MD
LG