ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-მასრის ხმით ჩაწერილი აუდიო ინტერნეტში გაჩნდა


გარდაცვალების ცნობიდან ოთხი დღის შემდეგ, დღეს ორგანიზაცია “ერაყში ალ ყაიდას” ლიდერის აბუ აიუბ ალ მასრის ხმით ჩაწერილი აუდიო მასალა ინტერნეტში გაჩნდა. აქამდე არსებული ცნობებით ალ მასრი მისი დაჯგუფების წევრებს შორის მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა. ხმა, სავარაუდოდ ალ მასრის ეკუთვნის. ჩანაწერში იგი უარყოფს სუნიტ არაბებს შOრის მომხდარ დაპირისპირებას. მეამბოხეების ვებ გვერდზე გაჩენილ ამ მასალაში ალ მასრი ასევე აკრიტიკებს ერაყის ვიცე პრეზიდენტის ტარექ ალ ჰაშიმის თანამშრომლობას პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიკის მთავრობასთან. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო, კვირის დასაწყისში იტყობინებოდა, რომ მასრი ბაღდადის ჩრდილოეთით მოხდარ შეტაკებებში დაიღუპა. თუმცა ამერიკელები ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. წარმოშობიით ეგვიპტელი ალმასრი, ალ ყაიდას ქსელს ერაყში აბუ მუსაბ ზარქავის სიკვდილის შემდეგ ჩაუდგა 2006 წლის ივნისში.
XS
SM
MD
LG