მსოფლიო დღეს პრესის თავისუფლების თარიღს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციამ Freedom hous – მა, რომელიც 1941 ელეონორა რუზველტის ზელშეწყობით დაარსდა, მსოფლიოში პრესის თავისუფლების მდგომარეობის ამსახველი 2007 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 121 -ე ადგილზეა. საქართველოს წინ უსწრებს კამბოჯა, შემდეგი ადგილი კოლუმბიას უკავია. ანგარიშის თანახმად პრესა მსოფლიოს 74 ქვეყანაშია თავისუფალი, მათ შორის არიან ბელგია, ფინეთი, დანია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ნორვეგია.
საქართველოსთან მიმართებაში ანგარიშში ნათქვამია, რომ 2005 წელთან შედარებით პროგრესი შეჩერდა და უკუსვლა აღინიშნება. რას ფიქრობენ Freedom House-ის ანგარიშის შესახებ ქართველი ჟურნალისტები ? - ამ კითხვით გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელის „ რედაქტორს გიგლა გობეჩიას მივმართე, რომელიც ამბობს, პრესის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველო გეომეტრიულად მზარდი პროგრესიით უარესობისკენ მიექანება. ჩვენი შემდეგი სტუმარია მასმედიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია.
- ბ-ნო ჰამლეტ, ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციით და კანონით „სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ პრესის თავისუფლება გარანტირებულია, საქართველოს ხელისუფლება 2006 წელს აგრძელებდა მედიის თავისუფლების ხელყოფას. რაც ხელყოფას ეხება : ერთ-რთი ახალი გაზეთის გუშინდელ ნომერში გამოქვეყნდა ჩემი მეგობრის, პოლიტოლოგის ინტერვიუ შემცირებული ფორმატით, დამახინჯებული.. ანუ, რაც დაიბეჭდა, მას არ უთქვამს, რომ არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი და ა.შ. კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა ეს გაზეთმა, მას უპასუხეს, რომ ადგილი არ ჰქონდათ და სტატია ამიტომ შეამცირეს. როცა კასეტის ჩანაწერი მოითხოვა უპასუხეს, რომ ინტერვიუ უკვე წაშალეს. ამ ორივე ხელყოფის წინააღმდეგ რა მექანიზმები არსებობს ? - ამ კითხვაზე ჰ.გეგია პასუხობს, რომ არსებული პრობლემების გადაჭრა შეიძლება მხოლოდ პრესობმუდსმენის ინსტიტუტის შექმნით.