ნატო რუსეთს მოუწოდებს აღკვეთოს მუქარა მოსკოვში ესტონეთის საელჩოს მიმართ. ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს აქციები ესტონეთის საელჩოსა და მისი დიპლომატიური კადრების წინააღმდეგ. გუშინ, მოსკოვში საპროტესტო გამოსვლებს ჰქონდა ადგილი, როცა ესტონეთის ელჩი პრეს კონფერენციას ატარებდა. ელჩის დაცვამ ცრემლდენი გაზი გამოყენა დარბაზში შეჭრილი მოპროტესტეების შესაკავებლად.