ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდამავალ ეტაპზე მყოფი ინტელიგენცია


გარდამავალ ეტაპზე მყოფ საქართველოში, სახეცვლილებას განიცდის ყველა ყოფილი კლასობირივი ჯგუფი, სტატუსი, ფორმა და მათ შორის სახელწოდება. ცნობილია, რომ საბჭოთა სისტემის დროს ინტელიგენტთა ჯგუფს, არა მხოლოდ საბჭოტა კავშირის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც განცალკევებით მოიხსენიებდნენ, რადგან საბჭოთა ინტელიგენცია სრულიად დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ცნება გახლდათ. დღევანდელ გადაცემაში პარლამენტის წევრი დავით ზურაბიშვილი, სწორედ იმ სისტემას აღწერს, რომელიც საბჭოთა საქართველოში ჩამოყალიბდა. რაში მდგომარეობდა საბჭოთა ინტელიგენციის არსი და რა განასხვავებდა მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალებისგან?

დავით ზურაბიშვილი – თავისთავად ეს ფენა უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ინტლიგენტი და ინტელიგენცია, როგორც სოციალური ჯგუფი. ეს მე-19 საუკუნეში წარმოიშვა და სუფთა რუსული ფენომენია. ეს იყო ძირითადად არისტოკრატიის ნაწილი და ცოტა საშუალო ფენიდანაც. საბჭოთა პეროდში ამან განიცადა სახეცვლილება, დარჩა ინტელიგენტის ტიპაჟი, მაგრამ თავისთავად ეს გახდა დამოუკიდებელი სოციალური ჯგუფი. ეს იყო ის ხალხი რომელიც ძირითადად დაკავებული იყო კულტურის, მეცნიერების სფეროში. თუკი მე-19 საუკუნის ინტელიგენცია იყო ლიბერალური, მემარცხენე იდეოლოგიის და დაპირისპირებული ხელისუფებასთან, უკვე საბჭოთა ინტელიგენცია გახდა ნომენკლატურული ინტელიგენცია, დანიშნული წევრები, რომელიც კურირებდა სხვადასხვა სფეროს, რამაც ძალიან უცნაური სიმბიოზი წარმოშვა: ერთი იყო პოლიტკომისრები, მეორე ნონკომფორმისტული ინტელექტუალები. ეს ნომენკლატურული ინტელიგენცია იყო ერთგვარი მფარველი, ფარი, რომელიც იცავდა კრიტიკულად განწყობილ ინტელექტულებს, ანუ ე.წ. ნონკომფორმისტებს. მათ ქონდათ შეთავსებული ერის მოძღვარის ინსტიტუციაც. ეს იყო ტიპიური სიმბიოზი.

- ასეთი იყო საბჭოთა ეპოქაში ნომენკლატურული ინტელიგენცია, რომელიც ასე ვთქვათ, მემარცხენე ლიბერალი ინტელექტუალების უფლებებს იცავდა და ამის შედეგად კონფლიქტი ამ შეთანხმებულ სისტემაში ნაკლებად იქმნებოდა. სისტემა, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა.

XS
SM
MD
LG