ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ელცინი ისტორიული ფიგურა იყო


პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კომენტარი გააკეთა რუსეთის გარდაცვლილი ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინის შესახებ. პრეზიდენტი ელცინი ისტორიული ფიგურა იყო, რომელიც მშობლიურ ქვეყანას ისტორიული გარდაქმნების პერიოდში ემსახურა. მან საბჭოთა კავშირის დაშლაში ძალზე დიდი როლი ითამაშა. ელცინმა რუსეთში თავისუფლებას ჩაუყარა საფუძველი. იგი ქვეყნის პირველი, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იყო.

1987 წელს როდესაც ბატონი ელცინი საბჭოთა სისტემას დაუპირისპირდა, იგი კომუნისტური პარტიის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელობდა. მაშინ ბორის ელცინმა უფრო ფართომასსტაბიანი რეფორმების გატარება მოითხოვა. ელცინი გადააყენეს და მოგვიანებით პოლიტბიუროდანაც გააძევეს. ელცინი მაშინვე რუსეთის პოლიტიკურ ოპოზიციას ჩაუდგა სათავეში. იგი საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატად 1989 წელს აირჩიეს. 1991 წელს ბორის ელცინი რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბიკის პრეზიდენტი გახდა. საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი ამ დროს მიხეილ გორბაჩოვი იყო.

იმ დროს, როდესაც ბატონი ელცინი რეფორმების გატარებას უჭერდა მხარს, 1991 წლის აგვისტოს, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, საბჭოთა არმისა და კომუნისტური პარტიის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყეს. ხუნტის ლიდერებმა პრეზიდენტი გორბაჩოვი დააკავეს, მაგრამ ელცინი კი ვერა. ბატონი ელცინი საბჭოთა ტანკზე აძვრა და ხალხს ხუნტის წინააღმდეს მიმართული ცნობილი სიტყვით მიმართა. ხუნტა დაეცა და იგივე წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირმაც შეწყვიტა არსებობა.

ბატონი ელცინის პრეზიდენტობა ისეთ ელემენტებსაც შეიცავდა, რომლებიც არაერთგვაროვნად აღიქმებოდა. მათ შორის თითქმის ტოტალური პრივატიზაცია და ჩეჩნეთის ომიცაა. მიუხედავად ამისა ბორის ელცინმა ახალი ქვეყნის მშენებლობის ძნელ საქმეს მოჰკიდა ხელი. იგი რუსეთში საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის დანერგვას ეცადა. აგრეთვე ელცინმა რუსეთისა და სეერთებული შტატების ურთიერთობა ახალ ეტაპზე გაიყვანა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა სთქვა, რომ ბორის ელცინი მომავალ თაობებს ცივი ომის დასრულების საქმეში შეტანილი წვლილისთვისაც ემახსოვრებათ. მან აგრეთვე რუსეთის ისტორიის ახალ ერას მისცა დასაბამი, რომელშიც რიგით მოქალაქეებს თავისუფლად აზრის გამოხატვის, ლოცვის, ხმის მიცემის ან კიდევ ქონების შეძენის უფლება მიეცათ.

XS
SM
MD
LG