ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხალიდ შეიხ მოჰამედმა 11 სექტემბრის თავდასხმების მოწყობა აღიარა


აშშ თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა 11 სექტემბრის თავდასხმების ხელმძღვანელის ხალიდ შეიხ მოჰამედის ჩვენებითი აღიარების ტექსტი, რომელმაც აღიარა თავდასხმების დაგეგმვა.

გუანტანამოს ყურეში დაკავებულმა შეიხ მოჰამედმა სამხედრო სასამართლოს განუცხადა, რომ იგი თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრომ გამოქვეყნა აღიარების ტექსტი, დოკუმენტის ზოგიერთი ნაწილი გასაიდუმლოებული რჩება.

პაკისტანელმა მოჰამედმა ასევე აღიარა 1993 წელს ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და 2002 წელს ინდონეზიაში მომხდარი თავდასხმების დაგემგმვა. საბოლოო ჯამში, მან პასუხისმგებლობა აიღო 31 თავდასხმისა და შეთქმულების მოწყობისთვის. მოჰამედმა ასევე განაცხადა, რომ იგი ალ ყაიდას სამხედრო ფრთის მაღალჩინოსანი და ამით ამერიკის დაუძინებელი მტერი იყო. მან აქვე მწუხარება გამოთქვა, რომ 11 სექტემბრის თავდასხმების დროს 3000 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG