ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ბუში ერაყსა და ახლო აღმოსავლეთში აშშ შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალს დანიშნავს


პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცოტა ხანში ერაყსა და ახლო აღმოსავლეთში ამერიკული შეიარაღებული ძალების ახალ მეთაურს დაასახელებს. პრეზიდენტი როგორც ცნობილია უახლოეს მომავალში აპირებს ერაყში ამერიკის ახალი სტრატეგიაც გამოაცხადოს.

ვაშინგტონში, ბუშის ადმინისტრაციის წევრები კი აცხადებენ, რომ შეიარაღებული ძალების მეთაურად გენერალ ჯორჯ ქეისის ნაცვლად პრეზიდენტი გენერალ ლეიტენანტ დევიდ პეტრესს დაასახელებს. ამერიკის ცენტრალური სარდლობის მეთაურად კი პრეზიდენტი ბუში გენერალ ჯონ აბიზაიდის ნაცვლად სავარაუდოდ საზღვაო ფლოტის ადმირალს უილიამ ფალონს დანიშნავს. გენერალი პეტრესი უფრო ადრე ერაყის სამხედრო ძალების წვრთნის ოპერაიციებს ედგა სათავეში. ადმირალი ფალონი კი წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში უმაღლესი ამერიკელი სამხედრო პირია.

XS
SM
MD
LG