კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა იმედი გამოთქვა რომ ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს. მან ერაყში ძალადობის აღკვეთის აუცილებლობაზეც იალაპარაკა და ლიბანში დემოკრატიას დაუჭირა მხარი.
ბენედიქტე მე-16 განცახდებით:” ამდენი მსხვერპლის, ნგრევის და გაურკვევლობის შემდეგ დემოკრატიული ლიბანი მაინც გადარჩება და სხვადასხვა კულტურების და რელიგიათა დიალოგის საშუალებით მიაღწევს წარმატებას.”