საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერის, ზურაბ ნოგაიდელის ხელმძღვანელობით კვლავ ბაქოში გაემგზავრა, სადაც ბოლო მოლაპარაკებები გაიმართება საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების, ბუნებრივი აირის ფასსა და მოცულობის შესახებ.
ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით ჩვენს მოძმე ქართველ ერს - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრის დაწყებამდე. - აღნიშნულ საკითხებზე ჩვენს გადაცემაში სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტი, არჩილ გეგეშიძე გვესაუბრება :
ცოტა ხნის წინ თურქეთში შედგა მოლაპარაკებები. საუბარია საქართველოს მიერ გაზის ახალი, ალტერნატიული წყაროდან მიღების გარანტიებზე. ეს პირველად ხდება, რომ რუსეთის გარდა ჩვენ სხვა, ალტერნატიული წყაროთი ვიღებთ გაზს, თუმცა შარშან ცნობილი მოვლენების შედეგად მცირე მოცულობის გაზი მივიღეთ აზერბაიჯანიდან, მაგრამ დიდ მოცულობებს, მართლაც რომ ალტერნატიული წყარო იყოს რუსეთისა, ეს პირველად უნდა მოხდეს.
როგორც მოგეხსენებათ, ე.წ. შაჰდენიზის გაზსადენი შედის მწყობრში , შესაბამისად, მოლაპარაკებებზე ვადებს, თარიღებს, მოწოდების პირობებს ათანხმებენ. საქართველოს სურვილია, პრაქტიკულად მთლიანად ჩაანაცვლოს რუსეთიდან მიღებული გაზი, რომელიც დაახლოებით 2 მილიარდამდე კუბ.მ. წელიწადში.. საქართველოს სურს, პარტნიორტებთან მოლაპარაკების შედეგად შეძლებისდაგვარად უახლოეს პეროოდში, მაქსიმალურად შეძლოს შესაბამისი გაზის მოცულობის მიღების გარანტირება და თხოვს პარტნიორებს, რომ მათ დროებით უარი თქვან თავიანთ წილზე და დაუთმონ ეს საქართველოს, რადგან საქართველოს, მათ შორის პოლიტიკური მოსაზრებების გამო ეჩქარება რუსული გაზის ჩანაცვლება.