ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პარიზში ექვსი სახელმწიფოს წარმომადგენელი თათბირს ატარებს ირანის მიმართ სანქციების დაწესების საკითხის ირგვლივ.


მოლაპარაკების ბოლო ჯერს დაესწრებიან გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახლემწიფოს დიპლომატები.

აი უკვე რამოდენიმე კვირაა ამ ქვეყნების წარმომადგენლები მუშაობენ სანქციების საკითხზე და უკვე შემუშავებულია უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი.

რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ რომ ისინი მკაცრი სანქციების წინააღმდეგი არიან.

ირანი თავის მხრივ ამტკიცებს რომ არ დაჰყვება საერთაშორისო ზეწოლას და უარს არ იტყვის მის კანონიერ უფლებაზე შეიმუშაოს ბირთვული ტექნოლოგია მშვიდობიანი მიზნებისათვის.

დღეს ირანში წარმოთქმულ სიტყვაში პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გააკეთა გაფრთხილება რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ოფიციალური თეირანის მიერ აღქმული იქნება როგორ მტრული ნაბიჯი.

XS
SM
MD
LG