რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე ვატიკანს მოუწოდებს შესწყვიტოს პროზელიტიზმი რუსეთსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში. მისივე თქმით კათოლიკე მისიონერები არ სწყვეტენ მათ საქმიანობას იმ ტერიტორიებზე რომლებიც ტრადიციულად მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შედის.
როგორც პატრიარქმა განაცხადა თუ ვატიკანი უარს არ იტყვის ამ საქმიანობაზე ნებისმიერი შეხვედრა ვატიკანსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა შორის მხოლოდ ფორმალური და ზედაპირული ხასიათისა იქნება.