ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები თვლიან, რომ ტექნოლოგიები დღესდღეობით ყველა სფეროში იკავებენ ადგილს


კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვის დარგში მოღვაწე კევინ ჯერნიგანი თვლის, რომ ტექნოლოგიები შეუჩერებლად იკავებენ ყველა სფეროს. “თქვენს ავტომობილში რამდენიმე ასეული პატარა კომრიუტერი თუ მიკროჩიპია ჩამონტაჟებული. ისინი მანქანის ძრავს, მუხრუჭს თუ უსაფრთხოების ბალიშს აკონტროლებენ. ათი წლის წინ ავტომობილში ათამდე ან კიდევ უფრო ნაკლები კომპიუტერული მოწყობილობა იყო. ოცი წლის წინ კი არცერთი. ეს ნამდვილად აღმართზე მცოცავი გრაფიკია”. ამბობს ჯერნიგანი. ინტერნეტ-რედაქტორი ბემბი ფრანსისკო აღნიშნავს, რომ ახალი ინტერაქტიული ვებსაიტები, ისეთები როგორებიცაა მაგალითად “ფეის ბუკი” და “მაი სპეის”, სწრაფად ცვლიან ინტერნეტის მოხმარების სტილს. ახლა ურთიერთობა ერთ გვერდზეა შესაძლებელი და იმეილების გაგზავნა აღარ ხდება საჭირო. “მე ვთვლი, რომ აქედან გამომდინარე მომხმარებელთა ახალი თაობა იმეილზე საერთოდ აიღებს ხელს”. ამბობს ბემბი ფრანცისკო. “იმეილი მოხუცებისთვისაა. ვიღა იხმარს მას, იმეილი ძალზე მოძველებული რამაა”. კვერს უკრავს ზემოთქმულს კევინ ჯერნიგანი.

იაჰუ კი, რომლის მომსახურებითაც მსოფლიოში 250-ათამდე მილიონი ადამიანი სარგებლობს, ასე არ თვლის: “იმეილი ინტერნეტის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილია. იმეილის მისამართს კი ყველა მომხმარებელი ფლობს”. გვეუბნება იაჰუს პროექტის დირექტორი საბრინა ელისი. ადამიანი ინფორმაციის მოსაძიებლად სულ უფრო ხშირად მიმართავს ინტერნეტს. აქ კი მას რეკლამების მზარდი ნაკადი ხვდება. “დღევანდელი რეკლამა ძალზე განსხვავდება უწინდელისაგან. იგი ეკრანის გარე ბილბორდზე ჩნდება და უწინდელივით ხელს აღარ გიშლით” ამბობს ბემბი ფრანსისკო.

“სან ფრანცისკოს ყურის მიმდებარე ტერიტორია უახლესი ტექნოლოგიების მოხმარებით ლიდერობას ხელიდან არ უშვებს. აქ ამისათვის აუცილებელი კარგი ინფრასტრუქტურა არსებობს, ბიზნესის წარმოების კულტურაც მოითხოვს სიახლეების დანერგვას და რაც მთავარია აქ დიდძალი ფული ტრიალებს. ამბობს კევინ ჯერნიგანი. “კაპიტალის მფლობელი ფირმები არასოდეს დებენ ფულს იმ კომპანიებში რომლებიც მათგან 20-30-თი წუთის მაქანის სავალზე უფრო შორს მდებარეობენ.

თუ თქვენ ჭკუა გიჭრით და მაგალითად აიოვას შტატში ცხოვრობთ, კაპიტალის მფლობელებმა შეიძლება გითხრან, რომ მათ თქვენი იდეები ძალზე საინტერესოდ მიაჩნიათ, მაგრამ დაამატებენ, რომ თანამშრომლობისათვის თქვენ აუცილებლად უნდა გადასახლდეთ სან-ფრანცისკოს ყურის მიდამოებში”. აღნიშნავს კევინი.

მეტწილად ეს გამჭრიახი ადამიანები ბერკლისა და სტენფორდის უნივერსიტეტების გამოზრდილნი არიან. ეს კი სწორედ ის უმაღლესსასწავლებლებია, რომლებიც სილიკონის ველს ამარაგებენ კადრებით.

XS
SM
MD
LG