ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამიტი: რიგა 2006


დღეს რიგაში იხსნება ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრა, სახელწოდებით “ნატოს ტრანსფორმაცია ახალ გლობალურ ეპოქაში”. საქართვეოს დელეგაციას სამიტზე უხელმძღვანელებს საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე.

ლატვიის პარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია საქართველოს ნატოში გაწევრიანების ძალისხმევის მხარდასაჭერად. თავდაცვის მინისტრი ასევე უმასპინძლებს შეხვედრებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის ხაზგასასმელად.

ღონისძიებების მონაწილეები იქნებიან ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, ისევე როგორც აშშ სენატორი დიკ ლუგარი. ამ თემაზე მოუსმინეთ ანა კალანდაძის ინტერვიუს თბილისში ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან ბატონ თორნიკე შარაშენიძესთან.

XS
SM
MD
LG