ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში,დიალას რაიონში შეიარააღებულმა პირებმა შიიტთა ორი ოჯახი დაარბიეს


ერაყის პოლიციის განცხადებით, გუშინ გვიან ღამითბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე დიალას რაიონში შეიარააღებულმა პირებმა შიიტთა ორი ოჯახი დაარბიეს. მოკლულია 21 ადამიანი.

ხელისუფლების განცხადებით, მკვლელებმა ოცდაერთივე მამაკაცი სახლებიდან გაათრიეს და დახვრიტეს. გვამები დღეს დილას იქნა აღმოჩენილი.

ერაყის მასშტაბით ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა ძალადობა, რაც როგორც ვარაუდობენ ბაღდადის შიიტურ სადრის რაიონში აფეთქებების სერიას მოსდევს. სადრის რაიონში თავდასხმებისას 200-ზე მეტი ადამიანი ითვლება დაღუპულად.

ამ ფონზე, ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ კოალიციის ძალისხმევით 22 მეამბოხე იქნა მოკლული. ბაღდადის ჩრდილოეთში განხორციელებულ რეიდებს ემსხვერპლა ერთი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლეც.

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი საუდის არაბეთში იმყოფება. იგი მეფე აბდულასთან შეხვედრისას სავარაუდოდ ერაყში შექმნილ სიტუაციას განიხილავს.

XS
SM
MD
LG