ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერ მინისტრი გუშინ ასი კაცის გატაცების ორგანიზატორთა  სასწრაფო დაპატიმრებას ითხოვს


ბაღდადის უნივერსტიტეში წარმოთქმულ სიტყვაში ერაყის პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ გამტაცებლებს ექსტრემიტებზე უარესი დამნაშავეები უწოდა, რადგანაც მათ ინტელიგენციის წარმომადგენლებუი გაიტაცეს და ამით შეეცადენ უნივერსიტეტებში სწავლის პროცესის ჩაშლას.

პრემიერ მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რომ ვინც ცდილობს ქვეყანაში განათლების სიტემის მოსპობას ფაქტობრივად ქვეყნის განადგურებას ცდილობს რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. ვინაობა დაუდგენელი შეიარაღებული პირები რომლებიც ერაყის სპეც-დანიშნულების ფორმებში იყვნენ გამოწყობილნი ერაყის უმაღლესი განათლების სამინისტროა დაქვემდებარებაში არსებული კვლევითი ცენტრიდან მეცნიერ-თანამშრომელთა და პროფესორთა ჯგუფი გაიტაცეს. ძალოვანთა განცხადების თანახმად უშიშროების ძალების დროულად ჩატარებული ოპერაციის შედეგად რამოდენიმე გატაცებული გათავისუფლებული იქნა. დანარჩენების ბედი ჯერჯერობით უცნობია.

ჯერჯერობით არ მოიპივა ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რამდენი კაცია გატაცებული. თავიდან ოფიციალური განცხადების თანახმად ასე კაცი იყო გატაცებული თუმც მოგვიანებით ეს ციფრი შემცირდა. ამ საქმესთან დაკავშირებით ბაღდადის კარადის რაიონის პოლიციის ხყთი მაღალჩინოსანია დაკავებული. მიმდინარეობს ეჭვმიტანილთა დაკითხვა. საგულისხმოა რომ ბოლო დროს ტერორისტები ხშირად მიმართავენ ინტელექტუალთა გატაცებას.

ამ ფონზე ბაღდადის ცენტრში ავტომობილში დამონტაჟEბული ძლიერი ნაღმის აფეთქებას ჰქონდა ადგილი. დაუზუსტებელი მონაცემებით დაიღუპა რვა, ხოლო დაიჭრა 30 კაცი, როგორც ერაყში დისლოცირებული ამერიკული ძალების პრესცენტრი აცხადებს რომ ალ ანბარის პროვინციაში საბრძოლო ოპერაციის დაჭრილი სამი ქვეითიდან ერთერთი მძიმე ჭრილობებისაგან გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG