ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში ექსპერიმენტული თეატრი გაიხსნა


რამდენიმე დღის წინ რუსთაველის თეატრში კიდევ ერთი დარბაზი გაიხსნა, სახელწოდებით ექსპერიმენტული თეატრი. თეატრის რეკონსტრუქციისა და რემონტის ხარჯები ჟურნალ “ანაბეჭდმა” აიღო საკუთარ თავზე. ერთი სიტყვით შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრს კიდევ ერთი დარბაზი შეემატა, სადაც უკვე ერთი კვირაა პიესების კითხვა იმართება.

ახალი ექსპერიმენტული სცენის გახსნას რეჟისორი რობერტ სტურუა, ახალგაზრდა დრამატურგები, რეჟისორები, მსახიობები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. პატარა მონაკვეთი რობერტ სტურუას სიტყვიდან:

რობერტ სტურუა –ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ეს დარბაზი დავუთმოთ ახალგაზრდებს, მდგომარეობს იმაში, რომ ამ სცენაზე არ უნდა იყოს არავითარი ტაბუ, ის ღია უნდა იყოს ყველანაირი ექსპერიმენტისათვის. ეს ჟანრი, რასაც პიესების ლიტერატურული კითხვა ქვია, უკვე დიდი ხანია არსებობს. მე რომ ამ თეატრში მოვედი, მაშინ უკვე იმართებოდა ასეთი სახის კითხვები. მაგალითად, ახლახან ალ პაჩინომ ითამაშა, თუ მონაწილეობა მიიღო, ასეთი სახის კითხვაში, ოსკარ უალდის “სალომეში”, სადაც მაყურებლებსაც ტექსტი ეჭირათ ხელში. ასე, რომ ეს ლიტერატურული კითხვა უკვე რაღაც ახლებურ ფორმატ გადაიქცა და თანამაედროვე ტეატრში დღესაც ძალიან პოპულარულია. ასე, რომ ეს ლიტერატურული კითხვა უკვე დამკვიდრდა თეატრალურ ფორმათ. ალ პაჩინოს მონაწილეობით კითხვაში, მაყურებელი ამ სახით მონაწილეობდა კითხვაში, მათ ხელში ეჭირათ ტექსტი და თვალს ადევნებდნენ მოქმედების განვითარებას. "

როგორი იქნება და ქართულ თეატრში გამართული კითხვები, ამის შესახებ, დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ მოახსენა, ექსპერიმენტული სცენის გახსნაზე მისულ საზოგადოებას.

ლაშა ბუღაძე – ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს პიესებს წაიკითხავენ რუსთაველის თეატრის მსახიობები. ყოველდღე წაიკითხება ორი პიესა. პრინციპი ამ კითხვებისა გახლავთ მარტივი, ეს არის ერთგვარი ლაბორატორია, რადგან ერთის მხრივ ჩვენ ვკითხულობთ ჯერ არ დადგმულ პიესებს და ამ პიესების შემდეგ გაიმართება დისკუსიები ავტორებთან და მეორეს მხრივ ეს არის პიესების ბაზრობაც, ანუ თუკი რეჟისორები მოვლენ და მოისმენენ ამ პიესებს და თუკი მოეწონებათ, მომავალში შეუძლიათ დადგან ეს პიესები. ანუ ამ კითხვების პრინციპი ასეთია. პირველ დღეს წაიკითხეს ბასა ჯანიკაშვილის “სანამ ერთმანეთს გავიცნობდით” და ნესტან კვინიკაძის “განცხადება ბაჭიების თაობაზე”.

პატარა ნაწყვეტი ბასა ჯანიკაშვილის პიესის კითხვიდან, რომელსაც რუსთაველის თეატრის მსახიობები ნინო თარხან-მოურავი და თემიკო ჭიჭინაძე კითხულობდნენ.

ნაწყვეტი პიესის კითხვიდან… რამდენად საკვირველიც არ უნდა იყოს მთელი კვირის განმავლობაში, ახალი პიესების კითხვაზე მაყურებელთა რაოდენობა მოსალოდნელზე გაცილებით მეტი იყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინტერესი ახალი, განსხვავებული ფორმების მიმართ გაზრდილია. რუსთაველის ექსპერიმენტულ სცენაზე ლიტერატურული კითხვები ხვალ, ლაშა ბუღაძის ახალი პიესით დასრულდება, რომელსაც ამგვარი სახელწოდება აქვს: “სულიერი არსებები, სულიერი პროცესები + უსულო საგნები” .

XS
SM
MD
LG