ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში


თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ ქალს მამაკაცებთან შედარებით ნაკლები იურიდიული უფლებები და პროფესიის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდათ. ქალი აღიქმებოდა როგორც ოჯახის ბურჯი. მისი უმთავრესი მოვალეობა ოჯახი და შვილები იყო.

მე-20 საუკუნის დამდგეს უმეტეს ქვეყნებში ქალებმა მოიპოვეს ხმის მიცემის უფლება და განათლებისა და პროფესიონალური მოღვაწეობის ფართო ასპარეზი გაეხსნათ.

მაგრამ უპირველეს ყოვლისა ქალებმა იბრძოლეს და მიაღწიეს იმას რომ საზოგადოებაში ტრადიციულად აღქმულ იმიჯთან ახალი, საზოგადოეებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ქალის სახის შერწყმა მოხდა..

მიუხედავად პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარსულში არსებული ქალის პასიურობისა, ისტორიაში ცნობილია ბევრი ბრწყინვალე ლიდერი ქალი, პოლიტიკურად უძლიერესი ქვეყნების დედოფლები და პრემიერ-მინისტრები. აღსანიშნავია რომ მათ ერის პოლიტიკური გეზის შეცვლაში უდიდესი როლი მიუძღვით.თუმცა ამმხრივ შეერთებულ შტატები გამონაკლისს წარმოადგენს. ამერიკას ქალი პრეზიდენტი არასოდეს ჰყოლია. 1920-წლამდე ამერიკელი ქალი თითქმის უუფლებო იყო და მას არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებაც კი არ ჰქონდა.

ორგანიზაციის “ქალები მთავრობაში” აღმასრულებელი დირექტორი სუზან ქროსბი.თვლის რომ ქალი მამაკაცთან შედარებით უფრო მიმტევებელი, დამთმობია და მას აზრთა სხვადასხვაობის ბალანსირება შეუძლია. მისი თქმით:

“როდესაც ქალი ოფიციალურ შეხვედრას ესწრება თითქმის შეუძლებელია დაადგინო მისი პოლიტკური მრწამსი; დემოკრატია იგი თუ რესპუბლიკელი. ქალს შესწევს უნარი რომ ამათუიმ საჭირბოროტო პრობლემის გადაჭრისას გადაუხვიოს პოლიტიკურ გეზს და გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, რაც აშკარად მეტყველებს იმაზე რომ ქალისთვის მთავარია საკითხის დადებითად მოგვარება.”

მსოფლიოში და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში აშკარად შეინიშნება საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალის როლის აუცილებლობის მოთხოვნილება. მიუხედავად მიმდინარე პროცესებისა ქალს უჭირს დაარწმუნოს საზოგადოება იმაში რომ მას ააქვს სათანადო განათლება, შესაძლებლობა და რომ ქალს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება ძალუძს. ქალბატონი სუზანი თვლის რომ:

“არსებობს მცდარი მოსაზრება რომ თუ ქალმა პოლიტიკურ მოღვაწობას მიჰყო ხელი მას ყველაფერი დანარჩენი მობეზრებია და პოლიტიკით ცდილობს თავის გართობას, სწორედ ამის გამო ქალი ხშირად საზოგადოების კრიტიკის ობიექტი ხდება. დღეს ქალი იძულებულია დაარწმუნოს საზოგადოება რომ მას ქვეყნის კანონმდებლობაში, ერის საკეთილდღეოდ ცვლილებების შეტანა სურს და ვთვლი პოლიტიკაში თუ კანონმდებლობაში ქალი გადამწყვეტ როლს თამაშობს. “

ქალბატონ სუზანს 7 ნოემბერს დანიშნული არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი ცვლილელების იმედი აქვს: “ვიმედოვნებთ რომ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება მთავრობაში ქალთა რაოდენობა და მათი როლი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ რომ ქალის როლის გაძლიერების შემთხვევაში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება ქალებისთვის ძირითადად დაბალანაზღაურებადი სამსახურებისა და მამაკაცთან არაგათანაბრებული ხელფასისი საკითხი. ასევე უნდა მოგვარდეს განათლებისა და ჯანდაცვის პრობლემა. ორივე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქალისთვის.”

XS
SM
MD
LG