ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ჯაზირას ტელევიზიის ახალი სატელიტური ტელესადგური საქმიანობას 15 ნოემბრიდან დაიწყებს 


ალ ჯაზირას ტელევიზიის ახალი სატელიტური ტელესადგური, რომელიც ინგლისურ ენაზე იმუშავებს, საქმიანობას 15 ნოემბრიდან დაიწყებს.

ალ ჯაზირას საერთაშორისო ტელეარხი პირველი ინგლისურენოვანი ტელესადგური იქნება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში შეიქმნება.

ალ ჯაზირას ტელევიზიას, რომელიც ქატარის დედაქალაქ დოჰაშია განლაგებული, ფინანსურად ქატარის სამეფო ოჯახი მფარველობს.

ახალი სადგური 24 საათის განმავლობაში იმუშავებს, აქედან 12 საათი ახალ ამბებს დაეთმობა პირდაპირ ეთერში, დანარჩენი 12 საათი კი ინტერვიუებისთვის და ანალიტიკური მასალებისთვის იქნება განკუთვნილი.

XS
SM
MD
LG