ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში, საკონგრესო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ძირითადი აქცენტი საგარეო პოლიტიკაზე კეთდება


ცნობილია შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის თიპ ონილის გამოთქმა, რომ “ყველა პოლიტიკა ლოკალურია”, რაც იმან ნიშნავს, რომ ამომრჩევლისთვის ყველაზე მთავარი ის საკითხია რომელიც მას პირადად ეხება.

სწორედ ასეთი მიდგომა იყო ნაწინასწარმეტყველევი მომავალ არჩევნებზე. მითუმეტეს, რომ ეს შუალედური საკონგრესო არჩევნებია და აქ პრეზიდენტის კანდიდატურას ხმას არ აძლევენ. თუმცა როგორც ჩანს წლევანდელ არჩევნებზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამერიკელები საგარეო პოლიტიკას მიაქცევენ.

“ჩვეულებრივ, შუალედურ არჩევნებზე საგარეო პოლიტიკა დიდ გავლენას არ ახდენს ხოლმე. აქედან გამომდინარე წლევანდელი არჩევნები საკმაოდ არატიპიურია”. ამბობს ოჰაიოს უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი ჯონ მიულერი.

“ახლა ჩვენ ორ ომს ვაწარმოებთ. პირველი ანუ როგორც მას მოიხსენიებენ, “ომი ტერორის წინაარმდეგ” რაღაცით მეორე მსოფლიო ომს წააგავს. ამ ომს ამერიკელთა თანადგომა ალბათ არ მოაკლდება, ვინაიდან ტერორისტთა ბრძოლა პირდაპირ ამერიკელთა წინააღმდეგ არის მიმართული. ერაყის ომი კი უფრო ვიეტნამისა თუ კორეის ომებს წააგავს. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მისი მხარდაჭერა ნელ-ნელა შემცირდეს”. აგრძელებს ბატონიმიულერი.

დემოკრატიული პარტია, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას ერაყის ომის წარმოებისათვის აკრიტიკებს. დემოკრატთა ლიდერები აცხადებენ, რომ მომავალ არჩევნებს ერაყის ომისადმი მიძღვნილი რეფერენდუმის დატვირთვაც ექნება. პარალელურად ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სენატორმა ჯონ კერიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერაყის ომის გამო ამერიკის საერთასორისო პოლიტიკის სხვა სფეროებიც წარუმატებლობას განიცდის.

“ერაყმა ჩვენ სხვა პრობლემების, მაგალითად ირანისა და ჩრდილოეთ კორეის კრიზისების მოგვარების უნარი დაგვიქვეითა. ეს საკითხები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ჩრდილოეთ კორეა ასე უტიფრად იმიტომ იქცევა, რომ ამერიკამ დაკარგა ის გავლენა, ის ნდობა და ის უნარი, რომელიც ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის, ერთიან ძალად გაერთიანებაში გვიწყობდა ხოლმე ხელს”. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკელებს სულ უფრო და უფრო აღელვებთ, მსოფლიოში მათი ქვეყნის ნეგატიური იმიჯის არსებობა:

“ახლა, 11 სექტემბრის ტერაქტიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ, ათიდან რვა ამერიკელი თვლის, რომ მსოფლიო ამერიკელთათვის კიდევ უფრო საშიში გახდა. ათიდან ექვსი კი დარწმუნებულია, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა არასწორი გზით ვითარდება”. ამბობს საზოგადოებრივი აზრის დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის დირექტორი რუთ ვუდენი.

პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის მთავარ საგარეო პოლიტიკად ერაყი რჩება. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების უშიშროება, დიდწილად ერაყის ომში გამარჯვებაზეა დამოკიდებული:

“ფსონი ძალზე მაღალია. შემიძლია ვთქვა, რომ იგი უფრო მაღალი არც კი შეიძლება იყოს. ჩვენ თუ ერაყს მანამდე მივატოვებთ სანამ ერაყელები თავად შესძლებენ ამ ახალგაზრდა დემოკრატიის დაცვას, ტერორისტები იქ ფეხს მოიკიდებენ და ამერიკის წინააღმდეგ ახალ ბრძოლას გააჩაღებენ”. თქვა ბატონმა ბუშმა.

ფიქრობენ, რომ ერაყის ომის მიმდინარეობით ხალხის უკმაყოფილება, არჩევნებში ოპოზიციურ დემოკრატიულ პარტიას გაუმართავს ხელს:

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის წარმომადგენელი კურტ ქემპბელი თვლის, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკის კონგრესის ორივე პალატა ბევრად უფრო დაბალანსებული იქნება. “ყოველ შემთხვევაში” თვლის იგი, “აქ საკითხის განხილვისას ნაბდვილად უფრო მეტ ყაყანს მოისმებთ”.

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მიულერი ამბობს, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად ნათელი ხდება ის, რომ ერაყი ამომრჩეველისათვის მთავარ საკითხს წარმოადგენს:

“ჩრდილოეთ კორეის კრიზისი, ჩინეთის გაძლიერება, გლობალური დათბობა და ისრაელ-ლიბანის კონფლიქტიც კი, უკან იხევს ერაყთან შედარებით”. აღნიშნავს პროფესორი.

1992 წელს, ბილ კლინტონის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ძირითადად ქვეყნის საშინაო საკითხებით შემოიფარგლებოდა. წელს კი კეთილდღეობისა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მიუხედავად, ბევრ ამომრჩეველს ის უფრო აღელვებს, თუ რა ხდება ამერიკიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით.

XS
SM
MD
LG