ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის წევრები დღეს ერაყში შექმნილი სიტუაციის განსახილველად ხვდებიან ერთამენთს.


პრეზიდენტი ბუში, ვიცე პრეზიდენტი ჩეინი, და აშშ თავდაცვის მინისტრი რამსფელდი ვიდეო კონფერენციით ამერიკელ სამხედრო მეთაურებს ხვდებიან ახლო აღმოსავლეთსა და ერაყში.

დღევანდელ შეხვედრას ადგილი აქვს მას შემდეგ რაც გუშინ, ამერიკელი სამხედროების წარმომადგენელმა ერაყში უილიამ ქალდუელმა განაცხადა, რომ კარგად ვერ მიმდინარეობს ორი თვის წინ დაწყებული ოპერაცია ბაღდადში სტაბილობის გასაძლიერებლად.

ქალდუელმა ოქტომბერში ერაყში დაღუპული ამერიკელების რაოდენობას გამაწბილებელი უწოდა.

XS
SM
MD
LG