ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლტონი ჩინეთს ჩრდილოეთ კორეის მოქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ჯონ ბოლტონმა ჩინეთის ხელისუფლებას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გადამწყვეტი მოქმედებისკენ მოუწოდა. სამხრეთ კორეა და იაპონია მიესალმნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ. იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს განცხადებით:” აღნიშნული რეზოლუცია მკაფიოდ მიუთითებს ჩრდილოეთ კორეას, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ მოითმენს ამ ქვეყანაში ბირთვული იარაღის არსებობას.” აღნიშნული რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეაში იარაღის ექსპორტზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, გარდა ამისა შემოწმდება ამ ქვეყანაში შემავალი სატრანსპორტო ტვირთები. რატომღაც იგივე რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეაში ფუფუნების საგნების შეტანასაც კრძალავს. ეს უკანასკნელი ღონისძიება ჩრდილოეთ კორეის ელიტის წინააღმდეგ არის მიმართული. გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა პროტესტის ნიშნად დატოვა უშიშროების საბჭოს სხდომა და აღნიშნა რომ ფხენიანი ამერიკის ინიციატივით შემოღებულ სანქციებს ომის გამოცხადებად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG