ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასობით ადამიანი შეიკრიბა დღეს მოსკოვში ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნის პატივსაცემად


ასობით ადამიანი შეიკრიბა დღეს მოსკოვში ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა კრემლის პოლიტიკას.

48 წლის ჟურნალისტი და ორი შვილის დედა მოსკოვში თავისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოკლეს.

სამგლოვიარო პანაშვიდს უცხოელი ელჩებიც ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დამცავ აქტივისტებთან ერთად. როგორც ამბობენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პანაშვიდზე არ გამოჩენილან.

ჟურნალისტის მკვლელობამდე “ნოვაია გაზეტა” ანა პალიტკოვსკაიას რეპორტაჟის გამოქვეყნებას გეგმავდა, სადაც ჩეჩნეთში გატაცებული ადამიანთა წამების დამადასტურებელი ფოტომასალა უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

XS
SM
MD
LG