ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  იაპონია და შეერთებული შტატები გაეროსგან მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვენ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის შემდეგ


შედარებით მცირე მასშტაბის აფეთქების გამო მეცნიერებს უჭირთ უეჭველად დაადასტურონ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მტკიცება ბირთვული იარაღის წარმატებით გამოცდის შესახებ.

როგორც იაპონელი და ამერიკელი დიპლომატები აცხადებენ ბირთვული იარაღის გამოცდის საბოლოოდ დადასტურების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეას იარაღზე ემბარგოსთან ერთად ფინანსური სანქციები დაემუქრება, ასევე შემოწმდება ქვეყანაში შემავალი და იქიდან გამოგზავნილი ტვირთები.

გაეროში შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბოლტონის განცხადებით უშიშროების საბჭოში ამ საკითხის განხილვის დროს რუსეთმა და ჩინეთმა მხარი დაუჭირეს ამერიკელთა წინადადებებს.

სამხრეთ კორეაში შეერთებული შტატების ელჩის ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით:” ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვთავაზობდით ჩრდილოეთ კორეას პირდაპირ მოლაპარაკებებს აქამდე მიმდინარე ექვსმხრივი მოლაპარაკების ფარგლებში, მაგრამ გუშინდელი ამბების შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.”

შეერთებული შტატები არც სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გამორიცხავს, მაგრამ ამ პრობლემის მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარებას უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG