ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში სადამ ჰუსეინის მოსამართლე მოჰკლეს


ერაყის მთავრობა აცხადებს, რომ ბაღდადში სადამ ჰუსეინის მოსამართლის ბიძაშვილი მოჰკლეს. ქადიმ აბდულ ჰუსეინი და მისი ვაჟი ქარარი მანქანაში იმყოფებოდნენ, როცა მათ შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა ცეცხლი. თავდაპირველად ნათელი არ იყო თუ რატომ დაესხნენ მათ თავს. აღსანიშნავია, რომ ერაყის მთავრობამ ამ საქმეში ერთი მოსამართლე თვის დასაწყისში უკვე გამოცვალა, რომელმაც სადამს დიქტატორი არ უწოდა. ამ ფონზე, ბაღდადის დურას რაიონში შეიარაღებულმა პირებმა ორი პოლიციელი მოჰკლეს. ქალაქ ბაქუბაში ერაყის უშიშროების ძალებმა კი მეამბოხეების წინააღმდეგ სპეც ოპერაცია დაიწყეს. მათი განცხადებით, დაკავებულია 60 მეამბოხე.
XS
SM
MD
LG