ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა დაჟინებით მოითხოვს რომ ჩრდილოეთ კორეამ არ გამოსცადოს ბირთვული იარაღი, ვინაიდან თვლის რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფაქტი მსოფლიოში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.


სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბან კი მუნმა განაცხადა ბირთვული იარაღის გამოცდა გაცილებით უფრო სავალალო შედეგს მოუტანს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს, ვიდრე ფხენიანის წინააღმდეგ გასულ თვეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდის ფაქტით გამოწვეული დიპლომატიური პროტესტი.

ამავე განცხადებაში ნათქვამია რომ ეს ფაქტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო ძალისხმევას ნიადაგს შეურყევს და კიდევ უფრო გარიყავს ჩრდილოეთ კორეას.

XS
SM
MD
LG