ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის ბაზრობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა


რუსეთის ხელისუფლების განცხადებით მოსკოვის ბაზრობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. ხელისუფლებამ 2 ეჭვმიტანილი დააკავა.

მოსკოვის პროკურორის იური სიომინის თქმით ეს აფეთქება ორგანიზებულ დანაშაულთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ჩერკიზოვსკის ბაზრობაზე აფეთქება 10:30 მოხდა. მოსკოვის პროკურორის განცხადებით ამ ტერაქტისას ერთ კილოგრამზე მეტი ტროტილი იყო გამოყენებული.

იტარ-ტასის ინფორმაციით გამოძიება ორი ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენას ცდილობს, რომლებმაც მოწმეთა ჩვენებით ტერაქტის ადგილზე აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ჩანთა დატოვეს და სასწრაფოდ მიიმალნენ.

XS
SM
MD
LG