აშშ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების ხელახალი დაძაბვის გამო შეშფოთებულია და ყველა მხარეს მოუწოდებს, "თავი შეიკავონ ისეთი ლექსიკის გამოყენებისა და ქმედებების განხორციელებისაგან, რამაც შეიძლება ადგილზე არსებული სიტუაცია გააუარესოს".
ეს განცხადება გუშინ, ეუთოში აშშ-ის მისიამ გააკეთა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობამ კოდორის ხეობაში წესრიგის დამყარებისაკენ მიმართული მოქმედებები განახორციელა. აშშ-ის შეფასებით, საქართველოს პოლიციის მოქმედებამ აფხაზეთის რეგიონში დამნაშავეობის წყაროსა და დესტაბილიზაციის აღმოფხვრას ხელი შეუწყო.
ეუთოში აშშ-ის მისია საქართველოს მთავრობას და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვან 1994 წლის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ყველა სხვა სათანადო ხელშეკრულება, რომელიც აფხაზეთის რეგიონთან დაკავშირებით იყო მიღებული. აშშ მხარს უჭერს კოდორის ხეობის დემილიტარიზაციას.
ამერიკა დაჟინებით სთხოვს ორივე მხარეს, სასწრაფოდ დაუბრუნდნენ საკოორდინაციო საბჭოს და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით მოლაპარაკებები განაახლონ.
უკანასკნელი შემთხვევებიდან გამომდიანრე ამერიკული მხარე ხაზს უსვამს როკის გვირაბის საერთაშორისო მონიტორინგის და სამხრეთ ოსეთის რეგიონში ეუთოს დამკვირვებლების რიცხვის გაზრდის საჭიროებას. ეუთოს დამკვირვებლებს, როგორც ნეიტრალური მხარის წარმომადგენლებს, შეუძლიათ ყველა მხარეს არსებული დაძაბულობის შემცირება, რადგან ისინი გააკეთებენ მოხსენებებს მთელს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მომხდარი დარღვევების შესახებ და ადგილზე მიმდინარე მოვლენებს დაადასტურებენ"-აღნიშნულია განცხადებაში.
ამ განცხადებასტან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ვთხოვეთ კონფლიქტების მოგვარების დარგში. რით შეგვიძლიაავხსნათ, ეს განცხადება, რომელიც ამერიკულმა მხარემ საჯაროდ გააკეთა. შეიძლება თუ არა, ჩვენს შეცდომებზე საუბარი, რაც ამ განცხადების მიზეზი აღმოჩნდა.
გოგა ხაინდრავა – ეს არ არის პირველი გაფრთხილება. თავის დროზე დენ ფრიდმა გააკეთა ასეთი განცხადება. საერთოდ ყველა შეხვედრაზე, როგორც წესი, სულ ერთი და იგივე ლაპარაკი იყო, რომ არავითად შემთხვევაში არ მივცეთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს შანსი, რომ გამოიყენონ სხვადასხვა პროვოკაციები თავის სასიკეთოდ სასიკეთოდ, ამ შემთხვევაში რუსეთი იგულისხმებოდა. გზა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის არსებობს, რომელიც მხოლოდ მშვიდობიანია, მხოლოდ მოლაპარაკებების გზით. ამას წინ არაფერი დაუდგება, გარდა ჩვენი უგუნურებისა, გარდა ჩვენი წინდაუხედავობისა. პირველი შეცდომა ეს არის ლაქლაქი ენის: - როდესაც თავდაცვის მინისტრი დგას ორფოლოს პოლიგონზე და ტანკების ფონზე ამბობს, რომ მას არ აინტერესებს სკეპტიკოსი ევროპელების დამოკიდებულება, მას ქვეყანა აქვს გასაერთაინებელი, ეს აჩენს ძალიან სერიოზულ ეჭვებს ჩვენს პარტნიორებში. უკანასკნელი განცხადება კი იმას ნიშნავს, რომ მათ დაუფარავად წითელი შუქი აანთეს, ხმამაღლა გაგავფრთხილეს. აქამდე ასეთი სახის გაფრთხლებები იყო პირად საუბრებში, წერილებში, ეს ნიშნავს, რომ ახლა ან ჩვენ უნდა მოვეგოთ გონს და ევროპული ცივილიცაზიის გზას გავყვეთ, ან კი დავრჩებით ისევ პირისპირ ავაზაკებთან, რომელშიც რუსეთი იგულისხმება.