ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული კინო დღეს


ქართული კინოს მოყვარულებს კარგად ახსოვთ, ორი ქართული ფილმის რეჟისორი., ალეკო ცაბაძე. მხატვრული ფილმები “ლაქა”, რომელიც ახალგაზრდა თაობის პრობლემებს და კონკრეტულად ნარკომანიის პრობლემას შეეხებოდა და ფილმი “ღამის ცეკვა”, 80-იანი წლების ქართულ კინოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებები იყო.

მას შემდეგ, რაც საქართველოში პრაქტიკულად ფილმის გადაღების პერსპექტივა უიმედო მდგომარეობაში იყო, ალეკო ცაბაძემ მოღვაწეობა სხვა ქვეყანაში განაგრძო და მისი სახელი საქართველოში თითქმის აღარ ისმოდა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ალეკო ცაბაძე ახალ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე მუშაობს. ფილმი უკრაინული წარმოების არის და მასში ქართული მხარეც იღებს მონაწილეობას. დამოუკიდებელი კინოსტუდია “რემკა” ცაბაძის ახალი ფილმის თანადამფინანსებელია. სტუდია “რემკას” საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი ქეთი მაჭავარიანი ფილმის შესახებ გვიამბობს, რომელიც ამ წლის ნოემბრის თევში უკვე მზად იქნება ეკრანზე გამოსასვლელად.

ქეთი მაჭავარიანიისტორია ვითარდება რუსულ-ჩეჩნური კონფლიქტის ფონზე და არის ომის შემდგომ სინდრომზე. როგორ და რამდენად მკვეთრად შეიგრძნეს ადამიანებმა ომი. სცენარი ძალიან უცნაურად არის აგებული, ჩეჩენ პერსონაჟს ვერ ნახავთ და არსად არის კონკრეტიკა, რომ ფილმი სწორედ ჩეჩნურ-რუსულ კონფლიქტზეა, აქედან გამომდინარე მაინც დავინახავთ ამ ომს, რომელიც მარტივად შეგვიძლია აღვიქვათ ყველა სხვა ომთან თუ კონფლიქტთან მიმართებაში. ფილმი ომის სისასტიკეზე და მის შემდგომ სინდრომზეა.

- ომის შემდგომი სინდრომი, სადაც ჩეჩნურ-რუსული კონფლიქტის შედეგებია მოცემული, რომელიც ადამიანებზე აისახება. კინოს მასიური პოლიტიზირების ფონზე, საინტერესოა, რამდენად დაზღვეულია ალეკო ცაბაძის მომავალი ნამუშევარი, რომ რუსეთი არ მოახდენს მის პოლიტიზირებას და ნამუშევარს ანტირუსულ ფილმად არ გამოაცხადებს.

ქეთი მაჭავარიანიათუკი რუსული მხარე მოინდომებს, რასაკვირველია შეძლებს მის პოლიტიზირებას. ასეთი გამოცდილება გვქონდა, მაშინ როდესაც “მოგზაურობა ყარაბაღში’ კინოშოკზე გავიტანეთ, უცბათ სომხებმა განაცხადეს, რომ ეს ანტისომხური ფილმი იყო, თუმცა ეს ასე არ არის, ამ შემთხვევაში რუსებს გაცილებით მეტად ქონდათ იმის მიზეზი, რომ ფილმი კავკასიურ ნაწარმოებათ მოენათლად, სადაც რუსული პოლიტიკაა გაკრტიკებული.

- ასე, რომ ნოემბერში სტუდია “რემკა” ქართველ მაყურებელს კიდევ ერთ ახალ ქართულ ფილმს შესთავაზებს, რომლის ავტორიც ერთერთი საუკეთესო ქართველი რეჟისორი, ალეკო ცაბაძეა.

XS
SM
MD
LG