ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება ბრძოლები ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ლიბანის სამხრეთში


ისრაელის სამხედროების განცხადებით დღევანდელი ბრძოლის დროს სამი ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით ბინტ ჯბაილთან მომხდარი შეტაკებისას ჰეზბოლას 15 მეომარი გაანადგურეს. თავის მხრივ ჰეზბოლა ისრაელის ბულდოზერის და სულ ცოტა ორი ტანკის განადგურების შესახებ იტყობინება.

დღესვე ჰეზბოლა აგრძელებდა ისრაელის ჩრდილოეთ რაიონების დაბომბვას რაკეტებით.

ისრაელმა გააფრთხილა ლიბანის ქალაქ ტირის მცხოვრებლები რომ მდინარე ლიტანის სამხრეთით მოძრავ ნებისმიერ ავტომობილს დაბომბავს. ტირის საზღვაო პორტი სწორედ ამ მდინარის სამხრეთით მდებარეობს.

ამასობაში ისრაელის ხელისუფლება ლიბანის მთავრობის წინადადებას განიხილავს, რომელმაც ლიბანის სამხრეთში 15000 კაციანი სამხედრო კონტიგენტის შეყვანის შესახებ გამოთქვა მზადყოფნა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის აზრით, თუ ლიბანის არმია ქვეყნის სამხრეთს დაიკავებს მას ზურგი უნდა გაუმაგროს საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილმა საერთაშორისო ძალებმა. ეჰუდ ოლმერტის თქმით:”

ეს წინადადება დაუყოვნებლივ უნდა განვიხილოთ. ეს უნდა იყოს ნამდვილი ბრძოლის უნარიანი შენაერთები რომლებიც გაეროს 1559-ე რეზოლუციის განხორციელებას შესძლებენ.”

XS
SM
MD
LG