ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტონი ბლერი აცხადებს, რომ გაეროს რეზოლუცია ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შესაწყვეტად ახლოვდება


დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი აცხადებს, რომ გაეროს რეზოლუცია ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შესაწყვეტად ახლოვდება.

ლონდონში ბლერმა აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლეობა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას დაუყოვნებლივ დაუჭერენ მხარს. დიპლომატები ასევე აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ლიბანში საერთაშორისო ძალების დისლოცირების საკითხიც გადაწყდება.

დღეს, კი მალაიზიაში ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო საშუალება ისრაელის მოსპობაა. მანამდე კი ცეცხლის შეწყვეტა უნდა გამოცხადდეს.

მაჰმუდ აჰმადინეჯადი მალაიზიაში ისლამური ლიდერების საგანგებო შეხვედრას ესწრებოდა, რომელმაც გაეროს უშიშროების საბჭოს ყოვლისმომცველი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის გამოცხადებისკენ მოუწოდა .

XS
SM
MD
LG