ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას არ დაუშვებს


კოდორის ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა და შემდეგმ, ამ მოვლენების შეფასებებმა, რომლებიც მოვლენების პარალელურად თბილისში კეთდებოდა, საკანონმდებლო ხელისუფლებას გადააწყვეტინა, რომ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით აუცილებელია შეიქმნას ახალი საკანონმდებლო აქტი ექსტრემიზმთან, ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ანონსის სახით საზოგადოებას შეატყობინეს, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას იწყებენ, რამაც შეიძლება ითქვას, საზოგადოებაში და არა მხოლოდ ოპოზიციურ ბანაკში, თითქმის პანიკა გამოიწვია. კომენტარისთვის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო კალანდაძეს მივმართე : ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს შემუშავებული შესაბამისი მოდელი. ჩვენ ახლა ვსწავლობთ, როგორი კანონმდებლობა შექმნა ესპანეთმა, ინგლისმა, გვაქვს აშშ-ის მაგალითი. ვეცდებით შევიმუშავოთ კანონპროექტი, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. არა მგონია, ეს შეშფოთების საფუძველს უნდა იძლეოდეს. როგორ შეფასებას აძლევს ქართული ოპოზიცია უმრავლესობის განცხადებას ახალი საკანონმდებლო აქტის შესახებ, რომელიც ექსტრემიზმთან, ტერორიზმთან და სამშობლო ღალატთან ბრძოლას ეხება. ამ კითხვით „მრეწველთა“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ცაგარეიშვილს მივმართე : ჩვენ რა, გვინდა ახლა, რომ ვინც ავად თუ კარგად, ქვეყნისთვის თუ თავისი პიროვნებისთვის ცუდ აზრს გამოთქვამს ზოგადად, ყველა ციხეში მოვათავსოთ?! ამ მიმართულებით თუ წავალთ... ძალიან ბევრ ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს არა მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.. გვინდა ყველა ციხეში ჩავსვათ ?!
XS
SM
MD
LG