ერაყის პოლიცია აცხადებს, რომ მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ჩრდილოეთის ქალაქ კირკუკში ორი ადამიანი დაიღუპა. აფეთქებას ამერიკის საკონსულოსთან ჰქონდა ადგილი. ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არცერთი ამერიკელი არ დაშავებულა. კირკუკში, მოგეხსენებათ, ერაყის სხვა ქალაქებთან შედარებით, ნაკლებად მძვინვარებდა კონფლიქტი , თუმცა ბოლო პერიოდში იქაც გახშირდა სამანქანო აფეთქებები. გუშინ, ამერიკულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ბაღდადში დამატებით 3700 ჯარისკაცი განლაგდება. ამ ნაბიჯის მიზანი რელიგიური ნიშნით მიმდინარე დაპირისპირების აღკვეთაა. ბოლო დროს გახშირებულმა თავდასხმებმა უკვე მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი ერაყის პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიქის ახალ მთავრობას.
პოპულარული
1