ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ან დაყარონ იარაღი, ან განადგურდებიან ! - აცხადებს საქართველოს ხელისუფლება


უკვე ცნობილია, რომ გასული ღამის დაახლოებით 3-4 საათზე კოდორის ხეობაში პირველი ტყვია გავარდა. კვიციანის მხრიდან - აცხადებს ხელისუფლება. დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ და განაცხადა „ ჩვენ ბანდიტებს საკადრის პასუხს გავცემთ და არანაირი დანდობა არ იქნება. არ დაყარონ იარაღი, ან განადგურდებიან“. კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების შედეგად არიან დაჭრილები.

ემზარ კვიციანის თანამებრძოლეები, „მონადირეს“ წევრები ძალოვანებმა ერთ სოფელში ალყაში მოაქციეს. გავრცელებული ინფორმაციით დაჯგუფების მხოლოდ რამდენიმე წევრმა შეძლო თავი ტყისთვის შეეფარა. კოდორის ხეობიდან თბილისში გასულ ღამეს ჩამოვიდა ზუგდიდის მაჟორიტარ-დეპუტატი გოჩა ფიფია, მან დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კოდორში ვიდეოკამერით ჩავიდა, მაგრამ გადაღებული კასეტები მას ძალოვანებმა ჩამოართვეს. გოჩა ფიფიას თქმით კასეტებზე მან გადაიღო ვითარება, სანამ „ ძმათამკვლელი ომი დაიწყებოდა „. გოჩა ფიფია : -

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებამ უდიდესი შეცდომა დაუშვა... „ამერიკის ხმისთვის“ კომენტარი გააკეთა ახალი მემარჯვენეების წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ : - ნუთუ არანაირი რესურსი, საშუალება არ არსებობდა იმისა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარებულიყო?! კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარისთვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, კოტე გაბაშვილს მივმართე : - ეს იყო სერიოზულას დაგეგმილი პროვოკაცია, მაგრამ ეს პროვოკაცია ვერ განხორციელდა ენერგიული და სწრაფი ნაბიჯების გამო საქართველოს ხელისუფლებისა...

XS
SM
MD
LG