ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეთიოპიის ჯარები სომალის სიდიდით მეორე ქალაქში შევიდნენ


ეთიოპიის ჯარები სომალის მეორე ქალაქში შევიდნენ და აეროპორტი დაიკავეს. ქალაქი ვაჯიდა სომალი ეთიოპიის საზღვრიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ეთიოპიის 200 მდე ჯარისკაცმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა აღნიშნული ქალაქი. სომალის დედაქალაქ მოგადიშუს ამჟამად ისლამისტები აკონტროლებენ, რომლებიც უარს აცხადებენ ძველი მთავრობის წევრებთან მოლაპარაკებაზე, რომლებსაც ზურგს სწორედ ეთიოპიის ჯარები უმაგრებენ. ასე რომ სუდანის დედაქალაქ ხართუმში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა. თავიდან ეთიოპიის ჯარებმა ქალაქი ბაიდოა დაიკავეს, სადაც სომალის ძველი მთავრობაა გაქცეული. ამ ქალაქს ისლამისტების შეიარაღებული ძალები უკვე 40 კილომეტრით მიუახლოვდნენ. ეთიოპია კი უარყოფს თავისი ჯარების სომალიში შეჭრის ფაქტს.

XS
SM
MD
LG