ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში ისრაელის სახმელეთო ძალებსა და ჰეზბოლას მოთარეშეებს შორის შეიარაღებულ შეტაკებას ჰქონდა ადგილი.


ამ ფონზე ისრაელის ავიაცია განაგრძობს ლიბანის ტერიტორიის დაბომბვას. დაიღუპა 49 კაცი.

ლიბანის ოფიციალურ პირთა განცხადების თანახმად ქალაქ ტირეს მახლობლად განლაგებულ ერთ-ერთ სოფელში, რომელიც ისრაელის ავიაციამ მიწასთან გაასწორა დაუზუსტებელი მონაცემებით 12 კაცი დაიღუპა.

ისრაელის სამხედრო თვითმფრივნავებმა ბეირუთის ქრისტიანებით დასახლებულ უბანში სატვირთო ავტომობილი მოსპო.

ისარელის შეიარაღებულ ძალთა ერთერთი გენერლის განცხადების თანახმად ისრაელ-ლიბანის სასაზღვრო რაიონში ისრაელის ძალები ჰეზბოლას ობიექტების განადგურების მიზნით წერტილოვან დარტყმებს მიმართავენ. დღეს ჰეზბოლამ ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფას რამოდენიმე რაკეტა დაუშინა.

არავინ დაღუპულა.

როგორც ისრაელის შეიარაღებული ძალების სარდლობა აცხადებს დაბომბვების კიდევ ორი კვირაა საჭირო რათა მთლიანად გაანადგურონ ჰეზბოლას სარაკეტო არსენალი.

დღეისათვის ორასორმოცდაათი ლიბანელი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლე და 25 ებრაელი დაიღუპა მას შემდეგ რაც ისრაელმა სამხედრო ოპერაციები წამოიწყო.

XS
SM
MD
LG